ნოტინგემ ფორესტის შემტევი ენტონი ელანგა კარიერას ნიუკასლში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიუკასლი 23 წლის შემტევში 55 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - უახლოეს პერიოდში ელანგა ნიუკასლისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
ენტონი ელანგა მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის აღზრდილია, ნოტინგემში კი 2023 წლის ზაფხულში გადავიდა.
ფორესტის მაისურით 82 მატჩში ელანგამ 11 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა, პოზიციურად ის მარჯვენა ვინგერად თამაშობს.