ფრანკო მასტანტუონო რეალში დარჩება.
Marca-ს ინფორმაციით, 18 წლის ვინგერის სიტუაციამ და ბოლო დროის უთამაშებლობამ რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესი გამოიწვია, მათ შორის ნაპოლისაც, რომელიც ფეხბურთელის იჯარით აყვანის შესაძლებლობას განიხილავდა. თუმცა მადრიდულმა კლუბმა ეს ვარიანტი კატეგორიულად გამორიცხა.
არგენტინელი ფეხბურთელი რეალის გრძელვადიანი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა. კლუბში სრულად ენდობიან მის პოტენციალს და ამას რივერ პლეიტში ნაჩვენები თამაშიც ამყარებს.
საზარდულის ტრავმის შემდეგ, რომელიც მან 3 ნოემბერს მიიღო, მასტანტუონომ პრაქტიკულად აღარ მიიღო სათამაშო დრო, თუმცა კვლავ მოტივირებულია, რომ გუნდში თავი დაიმკვიდროს.
რეალი არ ჩქარობს ფეხბურთელის დაბრუნებას, რათა რეციდივის რისკი თავიდან აიცილოს.
მასტანტუონომ რეალის მაისურით 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა რივერ პლეიტიდან 63.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ.