იტალიის სერია ა-ს 2025 წლის ბოლო, მე-17 ტურში ცხრილი საათავეში მყოფმა ოთხივე გუნდმა თავიანთი მატჩები მოიგო.
პიზა 0-2 იუვენტუსი
მილანი 3-0 ვერონა
კრემონეზე 0-2 ნაპოლი
ატალანტა 0-1 ინტერი
კალენდარული წლის ბოლოს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ასეთი სიტუაციაა.
1. ინტერი - 36 ქულა
2. მილანი - 35 ქულა
3. ნაპოლი - 34 ქულა
4. იუვენტუსი - 32 ქულა
ისიც სათქმელია, რომ იუვენტუსს პირველი სამეულისგან განსხვავებით ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
მომდევნო მატჩებს გუნდები ახალ წელს გამართავენ. მილანი კალიარის ესტუმრება, იუვენტუსი ლეჩეს მიიღებს, ნაპოლი ლაციოს ეწვევა, ინტერი კი ბოლონიას დაუპირისპირდება.