დღეს, საუდის არაბეთში, იტალიის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს ნაპოლი და ბოლონია დაუპირისპირდებიან.
სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა ნაპოლიმ ნახევარფინალში მილანი დავიდ ნერესისა და რასმუს ჰოილუნდის გოლებით 2-0 დაამარცხა.
იტალიის თასის გამარჯვებულმა ბოლონიამ კი მეორე მილანურ გუნდ ინტერს პენალტების სერიაში აჯობა და სუპერ თასის ფინალში ასე გავიდა.
იტალიის სუპერ თასი 1988 წლიდან ტარდება, ნაპოლი კი შეეცდება ეს ტიტული მესამედ მოიგოს. პარტენოპეიმ სუპერკოპას ჩემპიონობა 1990 და 2014 წლებში შეძლო.
ნაპოლი სუპერ თასის მოგებასთან ახლოს 2012, 2020 და 2023 წლებშიც იყო, თუმცა სამივე შემთხვევაში დამარცხდა.
ბოლონია კი სუპერკოპა იტალიანაზე პირველად იღებს მონაწილეობას და შესაბამისად შეეცდება ამ ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლოს.
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი - მილინკოვიჩ-სავიჩი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი; პოლიტანო, მაკტომინეი, ლობოტკა, სპინაცოლა; დავიდ ნერესი, ჰოილუნდი, ლანგი
ბოლონია - რავალია; ჰოლმი, ლისაკერ ჰეგემი, ლუკუმი, მირანდა; მორო, პობეგა; ორსოლინი, ოდგაარდი, კამბიაჯი; კასტრო
ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.