ნაპოლის გულშემატკივრებს მასიმილიანო ალეგრის გუნდის სათავეში ხილვა არ სურთ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ კლუბი მილანიდან გათავისუფლებულ ალეგრის დაუკავშირდა და მასთან ორწლიან კონტრაქტზე წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწია.
ამ სიახლემ გულშემატკივრების მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც კლუბის სოციალური ქსელების გვერდები აავსეს კომენტარებით, სადაც ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, ალეგრი არ დანიშნონ.
TuttoMercatoWeb-ის ცნობით, ნეაპოლელთა ერთ-ერთი პოსტის ქვეშ 35 ათასზე მეტი კომენტარი გაჩნდა, რომელთა უმრავლესობაც ალეგრის წინააღმდეგ არის მიმართული. გარდა ამისა, ფანებმა უკვე შექმნეს სამი პეტიცია მოთხოვნით, რომ მასიმილიანო გუნდში არ მიიყვანონ.
აღინიშნება, რომ ნაპოლის ბევრი გულშემატკივარი უპირატესობას ვინჩენცო იტალიანოს ანიჭებს, რომლის სტილსაც უფრო შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთთან ახლოს მყოფად მიიჩნევენ.