ჯეიმი ვარდი კრემონეზეს დატოვებს.
როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, 39 წლის თავდამსხმელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს, რომელიც სეზონის შედეგების მიხედვით სერია A-დან გავარდა.
2025/26 წლების სეზონში ვარდიმ სერია A-ს 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თუმცა თავისი გუნდი გავარდნისგან მაინც ვერ გადაარჩინა.
საინტერესოა, რომ ვარდისთვის ეს ზედიზედ მეორე დაქვეითებაა - 2024/25 სეზონში ის ლესტერთან ერთად პრემიერ ლიგიდან გავარდა.