მილანში მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა ჩავიმ შეცვალოს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონას ყოფილი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას როსონერის მფლობელების მრჩეველი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლობირებს.
მილანის ხელმძღვანელობა გეგმავს დანიშნოს თანამედროვე მწვრთნელი შემტევი სათამაშო სტილით - მაგალითად კი სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით მოასპარეზე კომო განიხილება.
ასევე, Sky Sports-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ მილანი ანდონი ირაოლას კანდიდატურასაც განიხილავს, რომელმაც ბორნმუთი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ჩავი 2024 წლის ზაფხულის შემდეგ უმუშევარია, როცა ბარსელონადან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჰანსი ფლიკი დანიშნეს.