მილანის ვინგერმა რაფაელ ლეაუმ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს.
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ლუკა ბიანკინის ინფორმაციით, გალათასარაი მზად არის პორტუგალიელს წელიწადში სუფთა 10 მილიონი ევრო შესთავაზოს.
გარდა ამისა, ლეაუთი ფენერბაჰჩეც ინტერესდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის არცერთი თურქული კლუბი არ დაკავშირებია მილანს ლეაუს ტრანსფერთან დაკავშირებით. პოტენციური ტრანსფერის თანხამ შესაძლოა 40-დან 50 მილიონ ევრომდე შეადგინოს.