ანტონიო რუდიგერი და რეალი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
33 წლის მცველი კლუბის წინადადებას დათანხმდა, იტყობინება ფაბრიციო რომანო. ახალი შეთანხმება ძალაში 2027 წლის ივნისამდე იქნება.
მოსალოდნელია, რომ რუდიგერი მადრიდთან ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს. ოფიციალური გამოცხადების ვადები რეალში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.
რუდიგერი რეალს 2022 წელს ლონდონის ჩელსიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და სხვა ტიტულების მოგება მოახერხა.