რეალის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენრიკე რიკელმემ ჟოზე მოურინიოს მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
მოსალოდნელია, რომ 63 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდულ კლუბში დაბრუნდება. ის გუნდს უკვე წვრთნიდა 2010-დან 2013 წლამდე. ოღონდ, მისი დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებს ფლორენტინო პერესი მოიგებს.
– თქვენ მხარს უჭერთ მოურინიოს?
– მე არასდროს ვყოფილვარ მოურინიოს არც მომხრე და არც მოწინააღმდეგე. მე ვიყავი და ვრჩები მადრიდის რეალის გულშემატკივრად.
– რას ფიქრობთ ჟოზეზე?
ის დიდებული მწვრთნელია, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია და გასახდელის მართვის უნიკალური სტილი აქვს. ამიტომ, გარკვეულ მომენტში, ის შეიძლება მოერგოს ან არ მოერგოს კონკრეტულ კლუბს.
თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალს სჭირდება გრძელვადიანი პროექტი და არა მოკლევადიანი გადაწყვეტილება, რომელიც დროებითი გამოსავალივით იქნება. საჭიროა კურსის სრული შეცვლა საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე პროექტით.
– პრეზიდენტი რომ იყოთ, მოურინიო იქნებოდა თქვენი კანდიდატი მწვრთნელის პოსტზე?
– თუ პრეზიდენტი გავხდები, ამას შევაფასებთ, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი გრძელვადიანი პროექტის შექმნაა. მწვრთნელებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, – განაცხადა რიკელმემ.