ლა ლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე პრეტენდენტები დაასახელა.
პრიზის მფლობელი გულშემატკივრების, ექსპერტებისა და გუნდების კაპიტნების კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. ჯილდოსთვის სამი სპეციალისტი იბრძოლებს:
ჰანსი ფლიკი (ბარსელონა) - 1 ადგილი, 94 ქულა, ბურთების ბალანსი - +59;
მარსელინო გარსია ტორალი (ვილიარეალი) - მე-3 ადგილი, 72 ქულა, ბურთების ბალანსი - +26;
პეპე ბორდალასი (ხეტაფე) - მე-7 ადგილი, 51 ქულა, ბურთების ბალანსი - -6.
ცნობისთვის, ვილიარეალთან ერთად ლა ლიგაში მე-3 ადგილის დაკავების და საერთო ჯამში წარმატებული სეზონის შემდეგ, მარსელინომ კლუბი ოფიციალურად დატოვა.