როგორც ჩანს, ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთს დაემშვიდობება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ნახევარმცველი მუნდიალის შემდეგ კარიერის დასრულებას განიხილავს.
მილანი მოდრიჩის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და ხორვატს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლისა და როსონერისთან ერთად რთული სეზონის შემდეგ, ფეხბურთელი ამ შემოთავაზებაზე უარის თქმას და კარიერის დასრულებას აპირებს.
არაა გამორიცხული, კარიერის დასრულების შემდეგ მოდრიჩი მადრიდის რეალში დაბრუნდეს, სადაც ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდება ან ხელმძღვანელობაში რომელიმე თანამდებობაზე დაინიშნება.
კარიერის მწვერვალს ლუკამ სწორედ მადრიდის რეალში მიაღწია, რომელშიც 13 წელი გაატარა, 28 ტიტული მოიგო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელიც გახდა.