იკერ კასილასმა ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადზე ისაუბრა, რომელშიც რეალის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
ისტორიაში პირველად ხდება, რომ რეალის არცერთი მოთამაშე ესპანეთის ნაკრებს მთავარ საფეხბურთო ფორუმზე არ წარადგენს.
„როგორც რეალის აღზრდილი და ესპანელი, იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ კლუბის არცერთი მოთამაშე არ გამოიძახეს ნაკრებში. ეს მძიმეა“, - განაცხადა კასილასმა.
ბარსელონას ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ იკერს ჰკითხა, უფრო მეტად ხომ არ სწყინდა ის ფაქტი, რომ ნაკრებში ბლაუგრანას რვა ფეხბურთელი აღმოჩნდა.
„ყველაფერს თავისი პროცესი აქვს, ძვირფასო. ბარსელონას ამდენი მოთამაშე რომ გამოჩენილიყო, კლუბს სერიოზული ფინანსური კრიზისი უნდა გადაეტანა, რამაც აიძულა ისინი, ფსონი აკადემიაზე დაედოთ.
შემდეგ კი უკვე კითხვის ნიშანია - გამოდგებიან ეს ბიჭები თუ არა. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, საჭირო იყო მათთვის ნდობის გამოცხადება და სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიცემა“, - უპასუხა კასილასმა.