რეალის მოქმედმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გაარკვია, ვინ დგას კლუბის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან.
პერესმა თავის კონკურენტზე, ენრიკე რიკელმეზე მიანიშნა, რომელმაც ვადამდელად ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და 20 წლის შემდეგ პირველად, ფლორენტინოს არჩევნებით მოუწევს რეალის მეთაურის სავარძელში დარჩენა.
„უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდები რეალის წინააღმდეგ აგორებულ ჩუმ კამპანიას. ტყუილია, თითქოს მე ვუშლი ხელს ვინმეს არჩევნებში მონაწილეობას. კლუბის ერთადერთი მფლობელები სოსიოსები არიან.
ახლა, როდესაც კანდიდატი გამოჩნდა, ჩვენ ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ისინი, ვინც იყვნენ რამონ კალდერონის დროს - პრეზიდენტის, რომელსაც კლუბის დატოვება ყველაზე სამარცხვინოდ მოუწია.
ისინი აქ რეალისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის მოდიან. მე ამ კლუბს ვეკუთვნი, სხვებს კი სურთ, რომ მათთან ვიყო“, - განაცხადა პერესმა.