ინტერის პრეზიდენტმა, ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ალესანდრო ბასტონი არ იყიდება.
იტალიელ მცველს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის რეალსა და ბარსელონას, თუმცა როგორც ჩანს, ნერაძური ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.
„ჩვენ პრინციპულად არ ვყიდით მოთამაშეებს. თუ ფეხბურთელი მიდის, ეს ნიშნავს, რომ მან თავად გამოხატა ასეთი სურვილი.
უნდა ვთქვა, რომ ბასტონის წასვლის სურვილი აბსოლუტურად არანაირად არ გამოუხატავს. ის აქ ბედნიერია და ჩვენ არანაირი აუცილებლობა არ გვაქვს, რომ ის გავყიდოთ.
ვფიქრობ, ალესანდრო ჩვენთან დიდხანს დარჩება“, - განაცხადა მაროტამ DAZN-ის ეთერში.