ნაპოლი ანტონიო კონტეს შემცვლელს აქტიურად ეძებს და ახლა მაქს ალეგრის გადაბირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
თავდაპირველად ჩანდა, რომ ვინჩენცო იტალიანო პარტენოპეიში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით კი, სწორედ ალეგრია, რომელიც დიდი ალბათობით ნაპოლის შემდეგი მთავარი მწვრთნელი გახდება.
გუშინდელი დღიდან მხარეებს შორის კონტაქტი ძალიან ინტენსიური იყო და აურელიო დე ლაურენტისმა მოლაპარაკებები კიდევ უფრო გააქტიურა.
მომდევნო საათებში შესაძლოა საბოლოო შეთანხმებაც შედგეს. ნაპოლი ცდილობს, ორწლიან კონტრაქტზე საბაზისო შეთანხმებას მიაღწიოს - ეს ვარიანტი წინა მოლაპარაკებებშიც განიხილებოდა.
ოფიციალურად: იტალიანომ ბოლონია დატოვა