ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ხდება.
მილანის ყოფილი თავკაცი ნაპოლის მიერ შეთავაზებულ ყველა პირობას დათანხმდა და მალე კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
ალეგრი პარტენოპეიში ანტონიო კონტეს შეცვლის, რომელმაც გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ალეგრისთან ერთად ნაპოლის ვინჩენცო იტალიანოსაც უკავშირებდნენ, რომლის ბოლონიადან წასვლა ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისის რჩეული მილანის ყოფილი მწვრთნელი აღმოჩნდა.
როსონერიმ ალეგრი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სერია ა-ს ბოლო ტურში გუნდი სან სიროზე კალიარისთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური დაკარგა.