ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნიკლას ფიულკრუგი კარიერას მილანში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და გერმანელი სერია ა-ში იჯარის წესით, 2026 წლის ივნისამდე ითამაშებს.
მილანი მოთამაშის ანაზღაურებას თავად დაფარავს და იჯარის გადასახადს არ გადაიხდის. როსონერის ზაფხულში მისი გამოსყიდვა 13-14 მილიონ ევროდ შეეძლება, თუმცა სავალდებულო არ ექნება.
ფიულკრუგზე 2 შემოთავაზება გერმანიიდანაც იყო, თუმცა იტალიელებმა კონკურენტებს აჯობეს.