ლეგენდარული შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილის, მაქსიმილიანის დებიუტი მილანში, შესაძლოა იტალიის სუპერთასზე შედგეს.
როსონერის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 19 წლის იბრაჰიმოვიჩი სუპერთასის განაცხადში შეიყვანა. მის გარდა, განაცხადში მოხვდნენ 20 წლის მატეო დუტუ და 17 წლის ვალერი ვლადიმიროვი მილან ფუტუროდან და ასევე 18 წლის ემანუელე სალა და 17 წლის ემანუელე ბორსანი ახალგაზრდული გუნდიდან.
ტრავმების გამო გუნდს საუდის არაბეთში ვერ გაჰყვებიან სანტიაგო ხიმენესი და მატეო გაბია.
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში მილანი ნაპოლის ხუთშაბათს, 18 დეკემბერს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბოლონია და ინტერი 19 დეკემბერს შეხვდებიან.
ფინალური შეხვდერა ორშაბათს, 22 დეკემბერს გაიმართება.
19 წლის მაქსიმილიან იბრაჰიმოვიჩი მარცხენა ვინგერად ან შემტევ ნახევარმცველად თამაშობს. მიმდინარე სეზონში 16 შესაძლო მატჩიდან მას მილან ფუტუროს მაისურით 14 აქვს ჩატარებული, რომლებშიც 4 ოგლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.