რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, გუტიმ, გაიხსენა პერიოდი, როდესაც მილანის სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა.
„მილანი იმაზე მეტს მთავაზობდა, ვიდრე რეალში გამოვიმუშავებდი. მათ ასწლეულის იუბილესთან დაკავშირებულ მატჩში ვითამაშეთ და მაშინ დამიძახეს...
თუმცა, ჩემთვის მოტივაცია ფული კი არა, გრძნობები იყო. მირჩევნია მადრიდში 30 წელი ვითამაშო, ვიდრე სხვა კლუბში — 90. ეს ჩემი სურვილი იყო.
ვფიქრობ, ცოტას თუ ჰქონია შესაძლებლობა ეთამაშა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ზიდანი, ფიგუ, რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა, რობერტო კარლოსი და კაკა. მე სწორედ ეს მოგონებები დამრჩა.“
გუტი რეალში 1995-2010 წლებში თამაშობდა, საიდანაც ერთი წლით ბეშიქთაშში გადავიდა, შემდეგ კი კარიერა დაასრულა.