• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არბელოა ესპანეთს იცავს: „ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ..“
ფეხბურთიფეხბურთი

არბელოა ესპანეთს იცავს: „ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ..“

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ ის ესპანეთს რასისტულ ქვეყნად არ მიიჩნევს.


ეს კომენტარი მიმდინარე კვირაში ესპანეთისა და ეგვიპტის ამხანაგურ მატჩზე გაჟღერებულ ისლამოფობიურ შეძახილებს მოჰყვა. RCDE სტადიონზე გულშემატკივართა ჯგუფის სკანდირება, „ვინც არ ხტება, მუსლიმია“, ესპანური მედიის მთავარ თემად იქცა, ფაქტს კი კატალონიის პოლიცია იძიებს.


ესპანელი ფანების შეურაცხმყოფელი სიმღერა და ლამინ იამალის პროტესტი


ინციდენტი, რომელმაც ლამინ იამალი დათრგუნა


ამ შემთხვევამ დაჩრდილა ესპანეთის ნაკრების ბოლო საშინაო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ლამინ იამალმა მოედანი მარტომ დატოვა, მაშინ როცა მისი თანაგუნდელები გულშემატკივრების წინაშე საპატიო წრეს არტყამდნენ. მომდევნო დღეს ფეხბურთელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეძახილები „აუტანელი“ და „რასისტულია“.


ლამინ იამალი ესპანელ ფანებს დაუპირისპირდა

რეალ მადრიდის თავკაცს ამ ინციდენტზე აზრი პრესკონფერენციაზე ჰკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არბელოა უეფასგან ბენფიკას მოთამაშის, ჯანლუკა პრესტიანის მკაცრ დასჯას ითხოვდა (ვინისიუს ჟუნიორის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო), ესპანეთში არსებულ ვითარებას ის უფრო რბილად აფასებს.


მჯერა, რომ ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის. ასე რომ იყოს, პრობლემები ყოველ უქმეებზე გვექნებოდა. გარკვეული ქცევები უნდა აღმოვფხვრათ, თუმცა მე კვლავაც დავიცავ ჩემს პოზიციას: ესპანეთი დიდი და ტოლერანტული ქვეყანაა. განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ ბრძოლა ასეთი გამოხტომების წინააღმდეგ იგივე ძალით უნდა გავაგრძელოთ.


მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრთხეშია?


ფრაზა „ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის“ ხშირად ისმის ლა ლიგაში მომხდარი ინციდენტების საპასუხოდ, თუმცა ამჯერად მედია პრობლემის მასშტაბებზე უფრო აქტიურად საუბრობს. საკუთარი ნაკრების ფეხბურთელის შეურაცხყოფამ საშინაო კედლებში სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

არსებობს საფრთხე, რომ ფიფამ ზედიზედ მომხდარი რასისტული ფაქტების გამო, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობის უფლება მაროკოს გადასცეს. ესპანეთი თავის სამხრეთელ მეზობელს სწორედ ამ პრესტიჟული მატჩის მისაღებად ებრძვის.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არბელოა
ბარსელონა
ესპანეთის ნაკრები
ლამინ იამალი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

FIFA-ს რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთი ესპანეთს ჩაანაცვლებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთი ესპანეთს ჩაანაცვლებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გუტი: „რატომ ვუთხარი უარი მილანს?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გუტი: „რატომ ვუთხარი უარი მილანს?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: "ეს ჩემი მთავარი სისუსტეა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: "ეს ჩემი მთავარი სისუსტეა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ რეალი გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ რეალი გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 სთ წინ

FIFA-ს რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთი ესპანეთს ჩაანაცვლებს

News image

3 სთ წინ

გუტი: „რატომ ვუთხარი უარი მილანს?"

News image

27 წთ წინ

მბაპე: "ეს ჩემი მთავარი სისუსტეა"

News image

1 სთ წინ

ბარსელონამ რეალი გაანადგურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება