ესპანიოლის RCDE სტადიონზე შეკრებილი პუბლიკის ნაწილი პირველი 10 წუთის განმავლობაში სკანდირებდა: „bote, bote, bote musulman el que no bote“, რაც ითარგმნება როგორც: „ვინც არ ხტუნავს, მუსლიმია ჰე,ჰე“.
ესპანელი ფანების შეურაცხმყოფელი სიმღერა და ლამინ იამალის პროტესტი
ამ ფაქტს ლამინ იამალი ინსტრაგრამ პოსტით გამოეხმაურა:
„მე მუსლიმი ვარ, ალჰამდულილაჰ (მადლობა ღმერთს).
გუშინ სტადიონზე ისმოდა შეძახილი: „ვინც არ ხტუნავს, მუსლიმია“. ვიცი, რომ ეს მეტოქე გუნდის მისამართით იყო და ჩემს წინააღმდეგ პერსონალური ხასიათი არ ჰქონია, მაგრამ, როგორც მუსლიმი ადამიანისთვის, ეს მაინც უპატივცემულობა და აუტანელი საქციელია.
მესმის, რომ ყველა გულშემატკივარი ასეთი არ არის, მაგრამ მათ, ვინც ამას მღერის, მინდა ვუთხრა: რელიგიის გამოყენება სტადიონზე სხვის დასაცინად, თქვენ წარმოგაჩენთ როგორც გაუნათლებელ და რასისტ ადამიანებს. ფეხბურთი სიამოვნებისთვისა და გამხნევებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ადამიანებს პატივი არ სცეთ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი ან რა სწამთ.
ამის თქმის შემდეგ, მადლობა ყველას, ვინც მოსული იყო ჩვენს გასამხნევებლად. შევხვდებით მსოფლიო ჩემპიონატზე. 🤍“