2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვე რჩება. 48-გუნდიანი ისტორიული ტურნირის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია, თუმცა მთავარი შოკი ბოსნიასთან იტალიის მარცხი აღმოჩნდა.
აძურისთვის კოშმარი გრძელდება, გუნდი ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებს.
მუნდიალზე გასული 48 გუნდი ცნობილია - ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა
იტალიამ ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს, ბრაზილიაში ითამაშა. მას შემდეგ სპორტიც და სამყაროც წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა და შეიცვალა. იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად დიდი დრო გავიდა, გავიხსენოთ 2014 წელი:
ფეხბურთი
გერმანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტიტულებით იტალიას გაუთანაბრდა.
კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მესამე ოქროს ბურთი მოიგო, მესის კი ჯერ მხოლოდ 4 ჰქონდა.
ლამინ იამალი 6 წლის იყო.
რეალი მეათე ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.
ქართული ფეხბრუთი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელა, 13 წლის იყო.
ტექნოლოგია
Apple-მა ახლახან გამოუშვა iPhone 6 და 6 Plus, რამაც დიდეკრანიანი სმარტფონების ერა დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტი
თეთრ სახლში ბარაკ ობამა მეორე ვადით იმყოფებოდა.
კალათბურთი
სან ანტონიო სპერსი NBA-ს ჩემპიონი გახდა, ფინალის MVP კი ახალგაზრდა კავაი ლეონარდი იყო.
მუსიკა და ტრენდები
პლანეტის მთავარი ჰიტი ფარელ უილიამსის Happy იყო, სოციალურ ქსელებს კი Ice Bucket Challenge (ყინულიანი წყლის გადასხმა) ჰქონდა მოცული.
მსოფლიო მოსახლეობა
დღევანდელი მსოფლიო მოსახლეობის 20% დაბადებული არ იყო.
სტატისტიკურად დაუჯერებელია, რომ სამყარო iPhone 6-დან ჩრდილოეთ ამერიკის გრანდიოზულ, 48-გუნდიან მუნდიალამდე ისე მივიდა, რომ იტალიამ ამ პერიოდში ვერცერთხელ ვერ მოახერხა კვალიფიკაციის გავლა. ოთხგზის ჩემპიონებს ახლა 2030 წლამდე მოუწევთ ლოდინი.