• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ჩაბი ალონსოს შეცდომა: ახალგაზრდა ტალანტი კვლავ ბრწყინავს
ფეხბურთიფეხბურთი

ჩაბი ალონსოს შეცდომა: ახალგაზრდა ტალანტი კვლავ ბრწყინავს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რეალ მადრიდმა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა ენდრიკზე, რადგან სჯეროდათ რომ ის გახდებოდა შემდეგი დიდი სუპერვარსკვლავი საფეხბურთო სამყაროში, ისევე როგორც ვინისიუს ჟუნიორი გახდა მას შემდეგ, რაც ფლამენგოდან გადმოიყვანეს თითქმის რვა წლის წინ (დრო მართლაც მიფრინავს).


მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისტად ყოფნის პირველ სეზონში ენდრიკს ჰქონდა კარგი ეპიზოდები და შეიძლება საუკეთესო მოთამაშეც კი იყო კოპა დელ რეიზე, 2025/26 სეზონში, ჩაბი ალონსოს მწვრთნელობისას მას შანსი არ მისცემია. პალმეირას ტალანტის არასწორად გამოყენებამ კრიტიკა გამოიწვია რეალ მადრიდის ხელმძღვანელობის მხრიდან. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს უფრო რეალის მწვრთნელის შეცდომას ჰგავს.


ცოტა გასაკვირია, რომ ალონსომ, რომელმაც მშვენივრად გამოიყენა ბაიერ ლევერკუზენის ახალგაზრდა ნიჭიერი გუნდი, ვერ დაინახა ენდრიკის აშკარა ტალანტი. ლიონში იჯარით ყოფნისას ენდრიკი ბრწყინავს, აქვს რეგულარული სათამაშო დრო, იტანს გოლებს და გვაჩვენებს ფეთქებადობის, ბურთის წინ წაწევისა და შანსების შექმნის მაღალ დონეს, იმას, რაც რეალ მადრიდმა ვერ გამოიყენა.


ენდრიკი კვლავ ბრწყინავს, მათ შორის ბრაზილიის ნაკრებშიც.


ახლა, როცა როდრიგო გოესი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს, ბრაზილიას კიდევ უფრო კრიტიკულად სჭირდება ახალი ვარსკვლავის აღმოცენება. ამ დროს კი ენდრიკი იწყებს იგივე ადრეული ვარსკვლავობის ნიშნების გამოვლენას, რასაც უკვე აჩვენებს საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში.


VIDEO: აშშ-ში ბრაზილიის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა


მართალია ბრაზილია-ხორვატია მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ხორვატიისა და ბრაზილიის ფეხბურთელები ამ თამაშს მაინც სერიოზულად მოეკიდნენ. ბრაზილიამ 3-1 მოიგო ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ, რაშიც ენდრიკმაც შეიტანა წვლილი. ვინისიუსმა პირველი ტაიმის ბოლოს შესანიშნავი ასისტი მიითვალა, მაგრამ ყველაფერი 76-ე წუთზე ენდრიკის შემოსვლამ გაამწვავა. ენდრიკმა პენალტი გამოიმუშავა და ასისტი მიითვალა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა 3-1 მოგებისას. ხორვატია მას ვერ უმკლავდებოდა, თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ მის წინააღმდეგ უხეშად თამაშობდნენ, რათა როგორმე შეეჩერებინათ. 


რეალ მადრიდს ამ სეზონში ნადვილად გამოადგებოდა ცაცია გენიოსი. ენდრიკი ლიონსა და ბრაზილიაში თავისი თამაშით გვაჩვენებს, რომ ის უკვე საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი გამანადგურებელია, რეალს კი ეს ნაპერწკალი 2026/27 წლებში ნამდვილად დასჭირდება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩაბი ალონსო
ენდრიკი
ლიონი
მსოფლიო ჩემპიონატი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დელ პიერო: „იტალიის ნაკრები სანაკრებო ფეხბურთის მასხარად იქცა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დელ პიერო: „იტალიის ნაკრები სანაკრებო ფეხბურთის მასხარად იქცა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი 6 წლის, კვარა კი 13-ის: რა ხდებოდა მსოფლიოში იტალიის ბოლო მუნდიალის დროს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი 6 წლის, კვარა კი 13-ის: რა ხდებოდა მსოფლიოში იტალიის ბოლო მუნდიალის დროს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მინდა გაგაფრთხილოთ", — არგენტინის ნაკრების ქომაგი სკალონის პრესკონფერენციაზე შეიჭრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მინდა გაგაფრთხილოთ", — არგენტინის ნაკრების ქომაგი სკალონის პრესკონფერენციაზე შეიჭრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

დელ პიერო: „იტალიის ნაკრები სანაკრებო ფეხბურთის მასხარად იქცა"

News image

2 სთ წინ

იამალი 6 წლის, კვარა კი 13-ის: რა ხდებოდა მსოფლიოში იტალიის ბოლო მუნდიალის დროს?

News image

2 სთ წინ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები

News image

1 სთ წინ

„მინდა გაგაფრთხილოთ", — არგენტინის ნაკრების ქომაგი სკალონის პრესკონფერენციაზე შეიჭრა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება