იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
„როგორ შეიძლება იტალიისნაირმა ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატების მთელი თაობა გამოტოვოს? წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია — ოთხგზის ჩემპიონებს მუნდიალზე 20 წელია გოლი არ გაუტანიათ.
ადრე მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვყავდა, დღეს კი მოთამაშეები ძალიან საშუალო დონისანი არიან.
იტალია საერთაშორისო ფეხბურთის მასხარად იქცა.“ — აღნიშნა იუვეს და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა შემტევმა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად იტალიის ნაკრებმა მსოფლიოზე 2014 წელს ითამაშა, ბოლოს ჯგუფიდან გასვლა კი თავისთვის პრიუმფალურ 2006 წლის მუნდიალზე შეძლო.