არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის პრესკონფერენციაზე შეიჭრა.
„მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მომზადებულები იყოთ, რადგან საფრანგეთი ძალიან ძლიერი გუნდია — ბევრად უკეთესი, ვიდრე ბრაზილია და ესპანეთი, დიდი პატივისცემის მიუხედავად.
კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მესისთან და დიბუ მარტინესთან ერთად." — თქვა ადამიანმა, რომელსაც არგენტინის 10-ნომრიანი მაისური ეცვა წარწერით „ღმერთის ხელი".
სკალონიმ გულშემატკივარს მხოლოდ ცერა თითის აწევით უპასუხა, შემდეგ კი ის დარბაზიდან გააძევეს.