როდესაც ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა სერბეთთან უნაი სიმონის სრული მატჩი იმას, რომ ის ესპანეთის პირველი მეკარეა, ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა:
„მე არ მჭირდება უნაის ადგილის ხელახლა დადასტურება.
უსამართლო იქნებოდა, თუ არ დავაფასებდით უნაის ხარისხს, კლასს, კარიერასა და პროფესიულ გამოცდილებას. აბსურდული იქნებოდა, აქ მოვსულიყავი და ეს კიდევ ერთხელ დამედასტურებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უნაი სიმონია. როცა მეკარე ასეთ დონეზეა, პატივი უნდა სცე მის სტატუსსა და კარიერას.
გარდა ამისა, გვყავს დავიდ რაია, რომლის შესახებაც ძალიან მინდა, რომ მკითხოთ. ინგლისში მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ, აქ კი მასზე არავინ საუბრობს.
იგივე ეხება ჟოან გარსიასა და ალექს რემიროს, ვიყოთ სამართლიანები. მაგრამ უნაი სიმონი უდავოა. სხვებსაც აქვთ დიდი ტალანტი და კლასი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მეკარეები არ შეგვიცვლია, რადგან გვესმის, რომ ეს განსაკუთრებული პოზიციაა და სხვაგვარად უნდა მოეპყრო, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, უნაის გარდა კიდევ სამი შთამბეჭდავი მეკარე გვყავს.“ - განაცხადა ფურია როხას თავკაცმა.