ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, მარტის შეკრებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ესპანეთი სერბეთის წინააღმდეგ ესტადიო დე ლა კერამიკაზე, 27 მარტს, ითამაშებს, ხოლო ეგვიპტის წინააღმდეგ - RCDE სტადიონზე, 31 მარტს.
ლუის დე ლა ფუენტემ 2026 წლის პირველი შეკრებისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო ფანჯარა იქნება, სულ 27 ფეხბურთელი გამოიძახა. ჟოან გარსიამ, კრისტიან მოსკერამ, ანდერ ბარენეჩეამ და ვიქტორ მუნიოსმა ეროვნულ ნაკრებში მოწვევა პირველად მიიღეს.
მეკარეები - უნაი სიმონი (ატლეტიკი), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), ჟოან გარსია (ბარსელონა)
მცველები - მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი), აიმერიკ ლაპორტი (ატლეტიკი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), კრისტიან მოსკერა (არსენალი), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები - როდრი (მანჩესტერი სიტი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), პედრი (ბარსელონა), პაბლო ფორნალსი (ბეტისი), კარლოს სოლერი (სოსიედადი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა)
შემტევები - იერემი პინო (კრისტალ პალასი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), ანდერ ბარენეჩეა (სოსიედადი), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა), მიკელ ოიარსაბალი (სოსეიდადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ბორხა იგლესიასი (სელტა), ლამინ იამალი (ბარსელონა)