არგენტინის ნაკრები კაპიტანი ლეო მესის თაოსნობით უარს ამბობენ ფინალისიმას სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებაზე.
თავდაპირველად, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების მატჩი კატარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, თამაშის იქ ჩატარების იდეაზე უარი თქვეს და ახალი ლოკაციის ძებნა ევროპის ფარგლებში დაიწყეს.
აქტიურად განიხილებოდა თამაშის სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარების იდეაც, თუმცა ამაზე უარი არგენტინის ნაკრებმა თქვა.
AS-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების კაპიტანი და მისი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ მატჩის ესპანეთში გამართვა მეტოქეს საშინაო უპირატესობას მისცემს და მათი გამარჯვების შანსებს შეამცირებს.
ამ ყველაფრის შედეგად, მატჩის ჩატარების საკითხი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ფინალისიმას ჩატარების ოფიციალური თარიღი 27 მარტი იყო.