ფინალისიმას გადატანის შესახებ მოლაპარაკებები გადამწყვეტ საათებშია.
მატჩი, რომელიც თავდაპირველად 27 მარტს დოჰაში უნდა ჩატარებულიყო, შესაძლოა ესპანეთში გაიმართოს, მასპინძლობის მთავარი ფავორიტი ამჟამად ბერნაბეუს სტადიონია.
ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალის სტადიონი არჩეულია იმ მატჩის ჩასატარებლად, სადაც ერთმანეთს სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ჩემპიონები, არგენტინა და ესპანეთი, დაუპირისპირდებიან.
ეს არის გლობალური მასშტაბის ღონისძიება, რომელიც შესაძლოა ესპანეთის დედაქალაქში და იმ არენაზე ჩატარდეს, რომეიც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობის კანდიდატიცაა.
დოჰაში ბოლო მოვლენებმა, სადაც კატარის შეიარაღებულმა ძალებმა დრონები და ბალისტიკური რაკეტები გაანეიტრალეს, შეუძლებელი გახადა იქ ფინალისიმასა და Qatar Football Festival-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ხუთი მატჩის ჩატარება, მათ შორის ესპანეთი-ეგვიპტის ამხანაგური შეხვედრის. სწორედ ამიტომ გააქტიურდა გაუქმების პუნქტი.
მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ ვარიანტებად რომი და ლისაბონი განიხილებოდა, უეფა და კონმებოლი მიიჩნევენ, რომ მადრიდი და ბერნაბეუს სტადიონი ყველაზე შესაფერისი ადგილია ასეთი მასშტაბის ღონისძიებისთვის.
გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და მხოლოდ უსაფრთხოების რამდენიმე დეტალისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხის შეთანხმებას ელოდება.