ვესტ ჰემის გერმანელი თავდამსხმელი ნიკლას ფულკრუგი კარიერას მილანში გააგრძელებს.
როგორც იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, მხარეებმა ფეხბურთელის იჯარის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.
როსონერი ფულკრუგს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს და შემდგომში მისი გამოსყიდვა 13 მილიონ ევროდ შეეძლება.
მილანში გატარებულ ნახევარ სეზონში ფულკრუგი დაახლოებით ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფულკრუგმა ვესტ ჰემის მაისურით 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.