რომა იანვრის სატრანსფერო ფანჯარას დიდი მიზნებით ელოდება.
როგორც ირკვევა, დედაქალაქურ კლუბს მანჩესტერ იუნაიტედიდან ჯოშუა ზირკზეს, ხოლო ატლეტიკო მადრიდიდან ჯაკომო რასპადორის წამოყვანა სურს.
რასპადორიმ, რომელიც ატლეტიკოში გასულ ზაფხულს, ნაპოლიდან 22+4 მილიონ ევროდ გადავიდა, ესპანეთის დედაქალაქში ფეხი ვერ მოიკიდა და ამ სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მხოლოდ 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
რომას ამჟამინდელ მწვრთნელს, ჯანპიერო გასპერინი რასპადორის შეძენა ჯერ კიდევ ატალანტაში მუშაობის დროს სურდა, ამიტომ იანვარში გუნდის მისით გაძლიერებას ახლაც ისურვებდა.
ამ ეტაპზე რომაული კლუბი იტალიელის წარმომადგენლებთან ხშირ კონტაქტზეა და როგორც გაირკვა, ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება თავადაც სურს.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ჯაკომოს გაყიდვას ან როგორც მინიმუმ იჯარით გაშვებას ატლეტიკოც დათანხმდება.