მანჩესტერული კლუბები ენტოინ სემენიოს ტრანსფერისთვის იბრძვიან.
The Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი აპირებს, რომ ბორნმუთის შემტევის შეძენა იანვარშივე სცადოს. ფეხბურთელით ინტერესდება მან სიტიც, თუმცა წითელი ეშმაკები იმედოვნებენ, რომ მომავალ ზაფხულს პეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლის პერსპექტივა სემენიოს არჩევანს მათზე შეაჩერებინებს.
იანვრის პირველ ნახევარში სემენიოს გამოსყიდვა 65 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.
ფეხბურტელით ინტერესდებიან ტოტენჰემი და ლივერპულიც.
მიმდინარე სეზონში 25 წლის განელმა შემტევმა 16 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.