ბრუნო ფერნანდეშმა აღიარა, რომ გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედს მისი გაყიდვა სურდა.
პორტუგალიელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას საუდის არაბეთის კლუბი იხდიდა, თუმცა საბოლოოდ თავად ფეხბურთელმა დარჩენა გადაწყვიტა.
„თავიდან ვერ ვიშორებ იმ ფაქტს, რომ მანჩესტერს გასულ ზაფხულს ჩემი წასვლა უნდოდა.
დირექტორებს ეს პირდაპირ ვუთხარი — მათ უბრალოდ ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა არ ეყოთ.
ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულზე მეტად კი გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ვერაფრით გააკრიტიკებენ. ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ, ყოველთვის ვთამაშობ — ხან ცუდად, ხან კარგად, მაგრამ თავს არ ვზოგავ, შემდეგ კი ვხედავ ფეხბურთელებს, რომლებიც არც ჩემნაირად იცავენ კლუბს და არც ჩემნაირად აფასებენ მას...
ეს ყველაფერი გულს ძალიან მტკენს." - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა.