გარი ნევილმა ბორნმუთთან მანჩესტერ იუნაიტედის თამაში შეაფასა.
„ევერტონისა და ვესტ ჰემის წინააღმდეგ მატჩების შემდეგ ძალიან კრიტიკული ვიყავი, განსაკუთრებით თამაშის ხარისხის გამო. ის ნამდვილად უგუნური და უსიცოცხლო იყო. ამჯერად კი სრულად საპირისპირო ვიხილეთ. გუნდმა მიზანდასახულად ითამაშა, ბურთს კარგად ატრიალებდა და შეტევებში ბოლომდე მიდიოდა.
სისტემა დაივიწყეთ, ამორიმმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო. მოედანზე სწორი ფეხბურთელები შემოიყვანა და მათ სერიოზული საფრთხე შექმნეს.
ვესტ ჰემისა და ევერტონის მატჩების შემდეგ ბევრი სტვენა ისმოდა ტრიბუნებიდან, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ასე არ ყოფილა. იყო იმედგაცრუება, თუმცა ბევრი გულშემატკივარი სტადიონზე დარჩა და გუნდი ტაშით გააცილა.
თუ ბავშვი ხარ და იუნაიტედის სანახავად მოდიხარ, ჩემი ორი ქალიშვილი დღეს ჩემთან ერთად იყო, ისინი სახლში კმაყოფილები დაბრუნდებიან. შედეგით ბედნიერები არ იქნებიან, მაგრამ ფანტასტიკური საფეხბურთო მატჩი ნახეს და სწორედ ამისთვის მოვდივართ ოლდ ტრაფორდზე. ჩვენ გასართობად მოვდივართ.
რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენი გუნდის გამარჯვება ვნახოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ კლუბისთვის აუცილებელია კარგი სანახაობა, ძლიერი თამაში და მიმზიდველი სტილის ჩვენება." - თქვა ნევილმა.
VIDEO: სრული სიგიჟე ოცნებების თეატრში — მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო