უეინ რუნიმ 2004 წელს ევერტონიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გაიხსენა.
„ძალიან რთული იყო. მე მოკვლით მემუქრებოდნენ. ჩემი მშობლების სახლს წარწერებს უკეთებდნენ და აზიანებდნენ. მაშინდელი ჩემი მეგობარი გოგოს, ახლა უკვე ჩემი მეუღლის, სახლსაც წარწერებს უკეთებდნენ.
ვფიქრობ, სწორედ აქ უნდა იყო მენტალურად ძლიერი. შენ გარშემო მყოფი ადამიანები უნდა დაგეხმარონ.
მე ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა - ‘არ მაინტერესებს’. ვიცოდი, რა მინდოდა და ვიცოდი, როგორ მიმეღწია ამისთვის. მენტალურად მტკიცე უნდა ვყოფილიყავი.
ეს ადამიანები ჩემი ქალაქიდან იყვნენ, ამიტომ რთული იყო, მაგრამ ვიფიქრე: ‘არ მაინტერესებს’. ასეთ გადაწყვეტილებებში ცოტათი ეგოისტიც უნდა იყო." - განაცხადა ინგლისელმა.
უეინ რუნი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის დროს 18 წლის იყო.