პოლ სქოულზმა რუბენ ამორიმი და მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა.
„არ მგონია, რომ ამ მწვრთნელს ამ კლუბის ესმოდეს. უბრალოდ არ მგონია, რომ ის სწორი ადამიანია.
მანჩესტერ იუნაიტედი ყველაფერზე მეტად რისკსა და სანახაობაზეა აგებული, განსაკუთრებით სახლში. გულშემატკივრები სკამის კიდეზე უნდა იყვნენ მზად წამოხტომისთვის. ვინგერები მეტოქეს უნდა ატყუებდნენ, არტყამდნენ კარისკენ, უნდა ჰქონდეთ ოსტატობის ელემენტები. აქ მსგავსი არაფერი ჩანს. ეს კლუბის ბრალია.
ჩვენ ისე ვსაუბრობთ, რომ ეს უკვე სხვა კლუბია. მათ ჰყავთ ომარ ბერადა, ჰყავთ ჯეისონ უილკოქსი, ალბათ თავიანთ საქმეში კარგები არიან, შესანიშნავად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, მაგრამ ისინი მანჩესტერ იუნაიტედი არ არიან. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რას ნიშნავს მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ყიდვა ან მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის მოყვანა.
თუ ლისაბონის სპორტინგში მიდიხარ და ნახავ, ისინი სამ მცველზე თამაშობენ. მანჩესტერ იუნაიტედი კი ამას არასდროს აკეთებს. ისინი ამას ვერ გააკეთებენ. უბრალოდ ვერა. ეს წლების განმავლობაში დამტკიცდა და მე ვლაპარაკობ სერ ალექს ფერგიუსონამდეც კი - ყოველთვის იყო 4-4-1-1 ან 4-4-2.
მას ეს არ აქვს. მან ოთხი მცველი შემოიყვანა ვესტ ჰემთან მატჩში. თუ 1-0-ზე გავდიოდით წინ, მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა - 2, 3, 4. მახსოვს ერთხელ, მგონი ჩელსის ვეთამაშებოდით, 1-0 დავწინაურდით და ცოტა უკან დავიხიეთ.
ჩელსი კარგი გუნდი იყო. მატჩის შემდეგ მწვრთნელი ჭკუაზე აღარ იყო. ეს აქ აღარ ხდება. როცა ერთს გაიტან, მეორეს გატანას უნდა ეცადო. ყოველ ჯერზე უნდა იბრძოლო ბოლომდე. უბრალოდ არ მგონია, რომ მას ეს ესმოდეს.“ - განაცხადა მანჩესტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.