ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ევერტონს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა. მალო გუსტოს პასის შემდეგ გოლი კოულ პალმერმა გაიტანა და ჩელსი წინ გაიყვანა.
ინგლისელმა შემტევმა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, მან ეს ბოლოს სექტემბერში შეძლო.
პირველი ტაიმის ბოლოს გოლი თავად მალო გუსტომ გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საგოლე პასი პედრუ ნეტუმ მიითვალა.
ჩელსიმ ევერტონი 2-0 დაამარცხა და 28 ქულა დაუგროვდა, რითიც ლაივ ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ევერტონი 24 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
21' პალმერი 1-0
45' გუსტო 2-0