ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელად მარესკა დასახელდა
ფეხბურთიფეხბურთი

პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელად მარესკა დასახელდა

12 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ენცო მარესკა პრემიერ ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.


ჩელსის მთავარი მწვრთნელი ნოემბერში დაუმარცხებელი სერიის დამსახურებით მეორედ გახდა ამ ჯილდოს მფლობელი.


იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით ჩელსიმ ნოემბერში სამი გამარჯვება და ერთი რთულად მოპოვებული ფრე ჩაიწერა აქტივში. ჯამში „ლურჯებმა“ 10 ქულა დააგროვეს, რაც ნოემბერში პრემიერ ლიგის ყველა გუნდს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.


ჩელსის შთამბეჭდავი თვე


ჩელსიმ ნოემბერი ტოტენჰემთან 1:0 გამარჯვებით დაიწყო, რასაც ვულვზთან დამაჯერებელი 3:0 და ბარნლისთან 2:0 გასვლითი გამარჯვება მოჰყვა.


მოგებათა სერია, ალბათ, თვის ყველაზე შთამბეჭდავი მატჩით, ლიდერ არსენალთან 1:1 ფრედ დასრულებული შეხვედრით დასრულდა.


მიუხედავად იმისა, რომ ჩელსი მატჩის ნახევარზე მეტი 10 ფეხბურთელით თამაშობდა, გუნდმა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეზღუდა „მეთოფეთა“ შანსები, არამედ ანგარიში თავადაც გახსნა.


მარესკასთვის ეს მეორე წარმატებაა თვის მწვრთნელის ჯილდოზე და ამით ის გახდა ჩელსის მხოლოდ მეექვსე მწვრთნელი, რომელმაც ეს პრიზი ერთზე მეტჯერ მოიგო. მის წინ ამას კარლო ანჩელოტიმ, ჟოზე მოურინიომ, ანტონიო კონტემ, თომას ტუხელმა და კლაუდიო რანიერიმ მიაღწიეს.


ჯამში ჩელსის ცხრა სხვადასხვა მწვრთნელს აქვს მოგებული აღნიშნული ჯილდო.


კარლო ანჩელოტი - 4

ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტე - 3

ენცო მარესკა, ტომას ტუხელი, კლაუდიო რანიერი - 2

ფრენკ ლამპარდი, რაფაელ ბენიტესი, ავრამ გრანტი - 1


მარესკამ ექვსკაციან მოკლე სიაში მიკელ არტეტას (არსენალი), უნაი ემერის (ასტონ ვილა), პეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი), ფაბიან ჰიურცელერსა (ბრაიტონი) და მარკო სილვას (ფულჰემი) აჯობა.


პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელად აგვისტოში არნე სლოტი დასახელდა, სექტემბერში - ოლივერ გლასნერი, ოქტომბერში კი - რუბენ ამორიმი.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ენცო მარესკა
ჩელსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ატალანტამ სენსაციურად ჩელსი დაამარცხა და ლაივ ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ატალანტამ სენსაციურად ჩელსი დაამარცხა და ლაივ ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მოულოდნელი მარცხი აუთსაიდერთან - ჩელსიმ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მოულოდნელი მარცხი აუთსაიდერთან - ჩელსიმ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩი: "ტოტენჰემიდან ჩელსიში წასვლა მინდოდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩი: "ტოტენჰემიდან ჩელსიში წასვლა მინდოდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პალმერის პირველი გოლი დაბრუნების შემდეგ - ჩელსიმ ევერტონი დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პალმერის პირველი გოლი დაბრუნების შემდეგ - ჩელსიმ ევერტონი დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 დეკ, 2025

VIDEO: ატალანტამ სენსაციურად ჩელსი დაამარცხა და ლაივ ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

News image

03 დეკ, 2025

VIDEO: მოულოდნელი მარცხი აუთსაიდერთან - ჩელსიმ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო

News image

05 დეკ, 2025

მოდრიჩი: "ტოტენჰემიდან ჩელსიში წასვლა მინდოდა"

News image

13 დეკ, 2025

VIDEO: პალმერის პირველი გოლი დაბრუნების შემდეგ - ჩელსიმ ევერტონი დაამარცხა

კომენტარები