ბრუნო ფერნანდეშმა საკუთარ თავსა და ფრანჩესკო ტოტის კარიერას შორის გაავლო პარალელი.
„ვფიქრობ, ჩემს მიერ აქამდე კლუბში გატარებული კარიერა ვერ აეწყო ისე, როგორც ვისურვებდი, რადგან მე ტიტულების მოგება მინდოდა და იმდენის მოგება ვერ მოვახერხე, რამდენიც მინდოდა და შემეძლო.
დღესდღეობით, ხალხი ხშირად კარგ ან ცუდ ფეხბურთელს გეძახის იმის მიხედვით, თუ რამდენ ტიტულს იგებ. ბევრი რამ არის შეცვლილი, იმიტომ რომ წარსულში რომ გაიხედო, ტოტი იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრება, თუმცა მისთვის სამწუხაროდ, ვერც მან შეძლო ბევრი ტიტულის მოგება.
და მიუხედავად ამისაც კი, ყველა ამბობს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ოდესმე იტალიაში უთამაშია.
ტოტის წასვლის შემდეგ, რომას არაფერი მოუგია [2021/22 სეზონში კონფერენც ლიგა მოიგო - ავტ]. ანუ, ცოტა რამ შეიცვალა და ის კვლავ რომის ღმერთივით არის." - აღნიშნა პორტუგალიელმა.