მადრიდის რეალი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პრემიერ ლიგის ვარსკვლავს, ადამ ვორტონს (კრისტალ პალასი) მთავარ კანდიდატად განიხილავს.
მას შემდეგ, რაც როდრის ტრანსფერი ჩაიშალა და კლუბმა ალტერნატივების ძებნა დაიწყო, მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისელი ნახევარმცველი პრიორიტეტულ მიზნად დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ ვორტონი სტილით ძალიან ჰგავს ტონი კროოსს და იდეალურად ეწყობა გუნდის სათამაშო სქემას, მისმა ტრანსფერმა შესაძლოა ფინანსური დაბრკოლება შექმნას.
კრისტალ პალასი ფეხბურთელში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მას როდრიზე ძვირადღირებულ ვარიანტად აქცევს. მიუხედავად მაღალი ფასისა, ახალგაზრდა ინგლისელი სამეფო კლუბის ინტერესის სფეროში რჩება.