6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, ვალენსიაში სტიქია მძვინვარებს, რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამის გამო ვალენსიას და ლევანტეს სათასო მატჩები გადაიდო, ასევე არ ჩატარდება 2 ნოემბრის მატჩი ვალენსია - რეალიც.
მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვალენსიას დაზარალებულთა დახმარებისთვის 1 მილიონი ევრო გადარიცხა.
რაც შეეხება ვალენსია - რეალის მესტალიაზე გასამართ თამაშს, მისი ჩატარების დრო ჯერჯერობით უცნობია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები