რეალ მადრიდმა 19 წლის ენდრიკთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
მას შემდეგ, რაც სეზონის პირველ ნახევარში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო ფორვარდმა იანვარში გუნდი დატოვა და იჯარით ლიონში გადავიდა, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ახლა უკვე ცნობილია, რომ მადრიდელები ზაფხულში მასზე არანაირ შეთავაზებას აღარ განიხილავენ.
ენდრიკისთვის საფრანგეთში გატარებული პერიოდი წარმატებული გამოდგა. ლიონის შემადგენლობაში ჩატარებულ 16 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ზაფხულში სხვა ვარიანტების განხილვასაც გეგმავდნენ, რეალმა შეძლო ბრაზილიელი ფორვარდის დარწმუნება, რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მადრიდულ კლუბი აფასებს ენდრიკის ტალანტს და ლიონში ნაჩვენები თამაშით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მას ბერნაბეუზე დიდი მომავალი აქვს.
ასე რომ, იჯარის დასრულების შემდეგ ენდრიკი მადრიდში დაბრუნდება და მომავალ სეზონს თეთრი მაისურით დაიწყებს.