ფრანგმა ვარსკვლავმა დღეს ვალდებებასის ბაზაზე ივარჯიშა.
გუშინდელი დღის გამოტოვების შემდეგ, კილიანი უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. ეს ნიშნავს, რომ ის მზად არის ოთხშაბათს მიუნხენში გასამართი დიდი ბრძოლისთვის.
თავიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვარჯიშის გამოტოვების გამო იყო შანსი, რომ კილიანს ბაიერნთან ვერ ეთამაშა, თუმცა დღეს მისმა ყოფნამ ვალდებებასზე ყველა დაამშვიდა.
ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფრანგი მიუნხენში გაემგზავრება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ბაიერნის წინააღმდეგ, მადრიდელებს მისი გოლები ძალიან დასჭირდებათ.