მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავი და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი როდრი მადრიდში ჩაფრინდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ესპანეთის დედაქალაქში მოულოდნელმა გამოჩენამ მადრიდის რეალში მის შესაძლო ტრანსფერზე ხმები კიდევ უფრო გააძლიერა. ფანები უკვე მთავარ კითხვას სვამენ: რჩება ესპანელი ინგლისში, თუ სამეფო კლუბს უერთდება?
თუმცა, როგორც ირკვევა, ვიზიტის რეალური მიზეზი ფლორენტინო პერესთან საიდუმლო მოლაპარაკებები სულაც არ არის. ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ როდრი მადრიდში ზურგის მცირე ტრავმის გამო ჩავიდა და უახლოეს საათებში ოპერაციას გაიკეთებს.
სიტის ახალმა იტალიელმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, პრესკონფერენციაზე როდრის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ოპერაციის შემდეგ ესპანელი გუნდს აუცილებლად დაუბრუნდება: "ოპერაცია ორშაბათს ჩატარდება, რის შემდეგაც მას დასვენება სჭირდება. აღდგენითი პროცესის დასრულებისთანავე ის ჩვენთან ერთად იქნება."
მანჩესტერელები უკვე სამშაბათს ჰონგ-კონგში მიფრინავენ. გუნდს აზიურ ტურნეზე როდრისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასვენებული სხვა ვარსკვლავებიც დააკლდებიან, მათ შორის ერლინგ ჰოლანდი, რაიან შერკი და ახალწვეული ელიოტ ანდერსონი.