-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა თავის პოდკასტში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
"როგორ სიგიჟედაც არ უნდა ჟღერდეს, იმედი მაქვს, ილია ზედა წონაში ავა, ქვემსუბუქში კი ვოლკანოვსკი-დიეგო ლოპესს ვიხილავთ. ილია მსუბუქ დივიზიონში ავა, არ მაინტერესებს, რომ მან მხოლოდ ერთხელ დაიცვა ტიტული, ვის აინტერესებს ეს.
კარგი იქნება, რომ მსუბუქ წონაში სხვა კონტენდერ მებრძოლებსაც დაუპირისპირდეს, მაგრამ ესეც ვის აინტერესებს? ის მახაჩევს უნდა შეხვდეს,
თუ ივლისში დიდი ბრძოლის შექმნა გვინდა, უნდა იყოს ეს ვოლკანოვსკისთან რემატჩი? არ ვიცი. ხალხს შეიძლება ვოლკანოვსკის გამარჯვების ნახვა უნდოდეს.
ის ისლამთან პირველ ბრძოლაში დამარცხდა, შემდეგ დანოკაუტდა და მერე ილიამ გათიშა. ასე რომ ზედიზედ ორი ნოკაუტი და გადაწყვეტილებით მარცხი. მიუხედავად იმისა, რომ ის ლეგენდაა, შეიძლება კარგი იყოს, რომ მან რომელიმე კონტენდერი დაამარცხოს.
თოფურია vs ვოლკანოვსკი 2-ის ნახვაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ იმედია ალექსი 100%-ით მზად იქნება, მას შემდეგ, რაც ზედიზედ 2-ჯერ დანოკაუტდა." - განაცხადა როგანმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები