მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Full Send Podcast-ში მსუბუქ დივიზიონში სასურველ მეტოქეებზე ისაუბრა.
"უბრალოდ წარმოიდგინეთ ბრძოლა ჩემსა და დასტინ პორიეს შორის, მე ის მიყვარს. ის ნამდვილი მებრძოლია. შედის ოქტაგონზე და სიკვდილამდე იბრძვის.
მისი სახით წინ გიდგას მებრძოლი, რომელიც ცდილობს, რომ თავი წაგაცალოს. ეს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც ამაღელვებელი ბრძოლა იქნება.
დიდებული ბრძოლა იქნება ისლამთან (მახაჩევი), შარლზთან (ოლივეირა) და ჯასტინ გეიჯისთანაც. მსუბუქ წონაში ბევრი დიდებული მეტოქის დასახელება შემიძლია." - განაცხადა მატადორმა.
"მთხოვეს არაფერი მეთქვა, მალე ყველაფერი გამოცხადდება" - თოფურია მომდევნო ბრძოლაზე
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები