-
Aa
+
ფონტის ზომა
თბილისი არენაზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სრული შემადგენლობით ავარჯიშა.
ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან. ამჯერად ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით პაუზას ევროლიგის თამაშები არ ემთხვევა.
მწვრთნელთა განკარგულებაში 15 კალათბურთელია.
ლეგიონერები – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი და მათე ხატიაშვილი.
სუპერლიგის მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია და სანდრო სანაძე.
დანიასთან 21 თებერვლის მატჩის მნიშვნელობა დიდია: მოგებით ევრობასკეტზე (ზედიზედ მეექვსედ) გავდივართ, ხოლო წაგება ფაქტობრივად მის მიღმა დარჩენას ნიშნავს. რჩება მხოლოდ თეორიული შანსი.
დანიის შემდეგ, საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს საქართველო 24 თებერვალს, ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. დანიასთან მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს. გადამწყვეტი მატჩი 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება.
ფოტო: GBF
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები