5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ბრიტანელ პედი პიმბლეტზე ისაუბრა.
„რაღაც მომენტში მისი ჰაიპი ძალიან მაღალ დონეზე იყო, მაგრამ როგორც მებრძოლს გთხოვთ მას ნუ შემადარებთ, სულ სხვადასხვა დონეზე ვართ.
მან ძალიან უპატივცემლოდ ილაპარაკა ჩემზე, ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ხალხზე, წყეული იდიოტივით მოიქცა.
რუსეთთან ომზე დაიწყო ლაპარაკი, რაღაც ასეთი თქვა: "ახლა მესმის, რატომ ჩამოაგდო ნაღმები რუსეთმა საქართველოში."
ამ ომს ძალიან ბევრი ბავშვი და უამრავი ადამიანი შეეწირა. როცა ასეთ რაღაცაზე იწყებ ხუმრობას, დარწმუნდი, რომ სადმე არ შემხვდები, იმიტომ რომ თავს წაგაცლი.
მას თავისი სახელის შექმნა ხალხზე დაცინვით სურს, ჩემთვის კი ასეთი ჰაიპი საჭირო არ არის. იცი, როგორაა? პრობლემებს არ ვეძებ, მაგრამ თუ პრობლემა შემექმნა, ვამბობ: "პრობლემა არ არის", ასე მარტივად." - აღნიშნა ილიამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები