კაბო-ვერდეს ნაკრების კაპიტანი და თავდამსხმელი, რაიან მენდეში, ახალ ზელანდიაში გაუპატიურების ბრალდებით გამოძიების ქვეშ იმყოფება.
ბრაზილიური გამოცემა Globo-ს ინფორმაციით, მენდეშს ბრალად ედება სექსუალური ძალადობა ქალზე, რომელიც გუნდის ახალ ზელანდიაში სტუმრობისას თარჯიმნად მუშაობდა.
მიუხედავად უმძიმესი ბრალდებისა, მენდეში არგენტინასთან 1/16 ფინალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა აღნიშნულ გამოძიებაზე კითხვის დასმა სამჯერ სცადეს, თუმცა მოდერატორმა ისინი ყოველ ჯერზე გააჩუმა და განაცხადა, რომ კითხვები მხოლოდ თამაშს უნდა ეხებოდეს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ლეიტაო ბრიტომ კი ირიბად დაადასტურა გუნდში არსებული დაძაბულობა: „გუშინ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული სიტუაციები გვქონდა, თუმცა ამას ვუმკლავდებით“.